„Vision Air“-მა საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

  • ავიაკომპანია „Vision Air“-მა საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

“„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას. ჩვენ მივესალმებით ყველა ახალ პარტნიორს, რომელიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას იწყებს“,- განაცხადა ლევან ცხადაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, Vision Air-ი მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება უკრაინულ „SkyUp Airlines“-თან პარტნიორობით 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო.

„რეგულარული რეისები კიშინევი–თბილისი–კიშინევის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით სრულდება, თუმცა ავიაკომპანია ეტაპობრივად სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ამჟამად ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია კიდევ ერთი ავიაკომპანია – FLYONE ასრულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *