- სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ:
• ფიზიკური პირი ფ. ტ. (მის: ხელვაჩაური, სოფელი მახო ) – ფრინველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ფრინველი იკვლებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ფრინველის ხორცი;
• ფიზიკური პირი დ. ა. (მის: ხელვაჩაური, ფანასკერტელ-ციციშვილის N 29 ) – ფრინველთა სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები;
• ფიზიკური პირი დ. მ. (მის: ბათუმი, დაუდ ასამბაძის 3 ა) – ცხოველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, აგრეთვე ხორცი ჯანმრთელობის
ნიშანდების გარეშე, რომელიც დაილუქა;
• შპს ,,ბაკური“ (მის: ბათუმი სევერიან აჭარელის ქ.N 4-აგრარული ბაზარი) – ქათმის სარეალიზაციო სივრცეში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ბიზნესოპერატორი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, დაკვლის ადგილზევე უწევდა რეალიზაციას ფრინველის ხორცს;
• ფიზიკური პირი ნ. ს. (მის: ქობულეთი თავისუფლების ქ. N 17 ) – ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
• ინდმეწარმე ი. კ. – (მის: ქობულეთი რუსთაველის ქ. 168) – საქმიანობდა ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, ხორცპროდუქტების საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.
• ფიზიკური პირი მ. გ.- მის: (ქ. ბათუმში, ბარცხანის დასახლება, ცაბაძის ქუჩა N 5) ცხოველთა არალეგალური სასაკლაოზე გამოვლინდა სხვადასხვა შეუსაბამობები, დაილუქა ხორცი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

