აჭარაში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა

  • აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 10 ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სასმახური ავრცელებს.

“აღნიშნული ცვლილება,მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საზღვაო სეზონის პერიოდში.

დამატებითი საგუშაგოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ზედამხედველობის ეფექტიანობასა და შესაძლო საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სანაპიროზე მოქმედი წესები და გაითვალისწინონ მაშველების მითითებები — მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *