- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა.
“მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა გავრცელებული მავნე პრაქტიკაა. მიუხედევად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას რეგულარულად აფრთხილებს, არ განახორცილონ მსგავსი მოქმედება, გადაწვის ფაქტები მაინც ფიქსირდება.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. გარდა ამისა, მცენარეული ნარჩენების დაცვა ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და იწვევს გაუდაბნოებას.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას; კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, სამართალდამრღვევს 1500 ლარამდე ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდაც შეიძლება მოუწიოს.
ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აკონტროლებენ. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება.”-ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო: ინტერნეტი