- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილს შეხვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, გიორგი ჯინჭარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დევნილების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და დევნილთა მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.