გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *