დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოსა და შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

“სოფელ საბათლოს მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, დაცულ ტერიტორიაზე, მოქალაქე თევზჭერასაკრძალული საშუალების – დიდი ზომის თევზმახის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ლოქოს სახეობის 6 კგ-მდე თევზი.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანუწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა დაგამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.”-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *