- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.
უწყების ცნობით, კენჭისყრის პროცედურის შედეგად გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
“საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობის სრული დაცვით, მიიღო.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს. ამ ეტაპზე, 4 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, სადაც ბინები დევნილთა ე.წ კომპაქტური განსახლების ობიექტებში, არასათანადო პირობებში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემათ.
საცხოვრებელი კომპლექსი, სრულად, 2026 წლის გაზაფხულზე ჩაბარდება და ჯამში, 2 426 დევნილი ოჯახი განსახლდება.”-აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

