- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია – „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
აქამდე ჩვენ მიერ „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით გაწეულ იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ, შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

