- ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
ინფორმაციისთვის: პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ასევე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ორ საქმეზე – 20 ივნისის აქციის დარბევაზე და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე დაიწყო.

