- ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან აღნიშნა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურანლობს, ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.