თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

  • თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

“თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. შედეგად გამოთავისუფლდება საერთო ჯამში 14 ჰექტარზე მეტი უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწა.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.”-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *