თბილისის მერია – თბილისის ქუჩებში, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

  • დედაქალაქის ქუჩებში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ.

გზის გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა. სამუშაო პროცესში ჩართულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, თოვლიან ამინდში მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ ავტომანქანებით. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *