თბილისის შემოვლითი გზის წიწამური-ავჭალის 7.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი გზის წიწამური-ავჭალის 7.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება.

უწყების ცნობით, მონაკვეთზე აშენდება 4 ზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კმ-ის სიგრძის 2 პარალელური გვირაბია.

“თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის დედაქალაქის გვერდის ავლით გატარება და თბილისის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვა. ახალი გზა ხელს შეუწყობს სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტიანობას, შეამცირებს გადაადგილების დროსა და ხარჯებს და გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებასა და დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განტვირთვას ემსახურება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *