- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევები დაფიქსირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, სახელმწიფო ტყეში. ტერიტორიიდან ამოღებული და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის „საქმიან ეზოში“ გადატანილია „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
“სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2100 ლარზე მეტია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

