- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს.
“ელჩმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოცი წერილი გადასცა. პრემიერ-მინისტრმა ელჩს ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.