კახეთის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  სამი პირი: 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,1982 წელს დაბადებული გივი ზაუტაშვილი  და 1981 წელს დაბადებული ლევან გელაძე  ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ  მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში,  ყოფით საკითხზე დაწყებული  კონფლიქტისას,  ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა  – გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს  ჯერ სიტყვიერად,   შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ,   ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.

პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *