ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა

  • ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ლევან ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.

მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი “ქართულ ოცნებას” და რა თქმა უნდა ვრჩები, ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – წერს ზოიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *