- კოალიცია ლელო – ძლიერმა საქართველომ და გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინა.
“ლელო-ძლიერ საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენაზე, თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებად “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრი ალეკო ელისაშვილი და “გახარია საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი წარადგინა.
გიორგი გახარიას პარტიამ და კოალიციამ ლელო – ძლიერი საქართველო 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 14 ივლისს გააფორმეს.