მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უფლებამოსილი პირის მიერ ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე მისი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად სხეულზე მალულად განთავსებული 34 აბი აკრძალული მედიკამენტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *