- 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დედაქალაქში MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი ავტობუსები საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელ გიორგი შარკოვთან და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროს ნინო ბაგაშვილთან ერთად წარუდგინა.
როგორც მერმა აღნიშნა, 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება.
MAN-ის მარკის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.

