მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

“მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, კუბის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, თურქეთის, კამერუნის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბენინის, ეთიოპიის, ეგვიპტის, იამაიკის, სუდანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 93 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ”.-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *