მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლე გაიხსნა

  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, სასახლის შენობა არა მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, არამედ საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერ კახა კალაძეს და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით ყველა პროექტი განსაკუთრებული გემოვნებითა და გამორჩეული ხარისხით კეთდება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლის გახსნის ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და სასახლის ხელმძღვანელმა ნინა ყიფიანმა. მთავრობის მეთაურმა და თბილისის მერმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის განახლებული შენობა დაათვალიერეს.

სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 56 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *