- მისმა უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა მის უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს გულთბილი მილოცვა გაუგზავნა და ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა უსურვა, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დიდი სიხარულით მივიღეთ, როგორც პირადად, ისე მსოფლიო საპატრიარქოში მოღვაწე ყველა პირთან ერთად, სასიხარულო ცნობა თქვენი უნეტარესობის ღირსეული არჩევის შესახებ სრულიად საქართველოს უძველეს და სახელგანთქმულ საპატრიარქო ტახტზე, ახლად გარდაცვლილი და მარად სახსენებელი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ღირსეულ ეკლესიასა და მთლიანად მართლმადიდებლობას ნათელი და ისტორიული მსახურება გაუწია. ძმური სიყვარულით გილოცავთ, თქვენო უნეტარესობავ! ვლოცულობთ, მოგენიჭოთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა ღვთის სადიდებლად, თქვენი ერთგული სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ასევე, ჩვენთან და მართლმადიდებელი ეკლესიების სხვა წინამძღვრებთან ჰარმონიული თანამშრომლობით, მართლმადიდებლური ერთიანობის, თანამშრომლობისა და მსოფლიოს წინაშე ერთობლივი მსახურებისთვის“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის წერილში.

