შსს: პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ს.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ შეძენას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ს.შ. -ს მხილების მიზნით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში,მისთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც ს.შ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულისთვის გამოგზავნილი ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ქილებში დამალული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომლის შეძენასაც ბრალდებული აპირებდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *