- შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1963 წელს დაბადებული ვ.ი. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

