პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

  • საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,40649 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“ (ფუძე), დიდი ოდენობით, 0,2449 გრ. „ალფა-პვპ“-ს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 51,1268 გრ. „მეფედრონს“ საიდანაც ერთ ცალად დაფასოებული ერთ-ერთ ლოკაციაზე განათავსა, ნაწილს ინახავდა პირადად, ხოლო ნაწილს წარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო წივთებთან ერთად მის საცხოვრებელ სახლში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილთ, მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეოთხე ნაწილით, მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.”-აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *