თევზის ქონი – ჯანმრთელობის ნატურალური წყაროა, რომელიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით და აუცილებელია ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. იგი არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებას შრომისუნარიანობას, ასევე ააქტიურებს იმუნურ სისტემას.
შესაბამისად, ორგანიზმში მისი ნაკლებობა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების განვითარებას, ზრდის ინსულტის, ინფარქტის, ალერგიის, დეპრესიის, სახსრებისა და შინაგანი ორგანოების ქრონიკული ანთებების განვითარების რისკს.
ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს ჩვენი ორგანიზმი ვერ აწარმოებს, ამიტომ მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად მოხდეს საკვებით. სამწუხაროდ, საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდირებული დღიური დოზის მიღების საშუალებას, ამდენად მნიშვნელოვანია ომეგა-3-ის დანაკლისი შეივსოს თევზის ქონის შემცველი პრეპარატებით.
ასეთი პრეპარატების დიდი არჩევანი არსებობს, ერთ-ერთი მათგანია რეიტოილი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში.
რატომ უნდა მიიღოთ რეტინოლი?
რეიტოილი ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, ოვალური ფორმის კაფსულებია, რომელიც შევსებულია დამახასიათებელი სუნის მქონე ცხიმოვანი სითხით.
1 კაფსულა რეიტოილი შეიცავს: თევზის ქონს (EPA/DHA 30%) 1000 მგ, ხორბლის ღივების ზეთს 100 მგ. ჟელატინს, ანიდრისორბს, გლიცერინს 85%, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატს, გაწმენდილ წყალს.
რეიტოლი უნდა მიიღოთ ისეთიი მდგომარეოებებისა და დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა:
- ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ჰიპერტრიგლიცერიდემია;
- დისლიპიდემიით განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები;
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
- ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა;
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციის უნარის დარღვევები, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება, ამნეზია, ;
- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლული;
- დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობის, მცირე წონა დაბადების შემთხვევებში).
რითია განპირობებული რეიტოილის ფარმაკოლოგიური მოქმედება?
რეიტოლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა – 3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ვიტამინ E E –ს ბუნებრივ წყაროსთან კომბინაციით.
პრეპარატი ახდენს ანტიჰიპერტენზიულ, ანტიათეროსკლეროზულ, ანთებისსაწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელ და ფსორიაზის საწინააღმდეგო მოქმედებას.
პრეპარატის ჰიპოლიპიდემიურ ეფექტს განაპირობებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ლიპოპროტეინების სტრუქტურის ნორმალიზაცია, უჯრედული მემბრანების თხევადობის ცვლილება და მემბრანული რეცეპტორების ფუნქციური აქტივობის მომატება.
მჟავების კომპლექსი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლისმიმოქცევას და სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.
ომეგა – 3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია დედის ჯანმრთელობისა და ნაყოფის განვითარებისათვის. მისი მიღება ორსულებში ამცირებს ნაადრევი მშობიარობის, ხოლო ბავშვებში ასთმის და ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.
ხორბლის ღივების ზეთი, რომელიც წარმოადგენს E ვიტამინის წყაროს, განაპირობებს პრეპარატის ანტიოქსიდანტურ თვისებებს, მონაწილეობს ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან პროცესებში, იცავს უჯრედებს და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების ზეჟანგური პროდუქტების დამაზიანებელი მოქმედებისაგან.
პრეპარატის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები
რეიტოლს ისინი თითქმის არ გააჩნია. პრეპარატის ერთადერთ უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ერთეულ შემთხვევებში კი შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
რა დოზების დაცვაა საჭირო პრეპარატის მიღებისას?
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 კაფსულას 3-ჯერ დღეში. პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 3 თვისა. განმეორებითი კურსის ჩატარების საჭიროება მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს.
დოზიის გადაჭარბების შემთხვევაში სერიოზული გართულებები მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა, აღინიშნოს: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა და დიარეა.
შეიძლება თუ არა რეიტოილის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად?
თავი შეიკავეთ რეიტოილის ფიბრატებთან (ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ჰემფიბროზილი ) და E ვიტამინის შემცველ პრეპარატებთან ერთად მიღებისგან. ასევე არ მიიღოთ პრეპარატი A ვიტამინთან, ასკორბინის მჟავასთან, თიამინთან, რიბოფლავინთან, პირიდოქსინთან და მაგნიუმის პრეპარატებთან ერთად, რადგან ისინი აძლიერებენ რეიტოილის მოქმედებას.