- შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 2004 წელს დაბადებული ზ.პ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი ნ.ღ. თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

