სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „კოკაინი“ და 100 გრამი ,,კლეფედრონი”

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი: 1980 წელს დაბადებული მ.ც. და 1991 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ ბრალი ედებათ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილიდან, სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ნახევარ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 100 გრამი „კლეფედრონი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *