სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1996 წელს დაბადებული ა.კ. და 1983 წელს დაბადებული დ.ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ. და დ.ა. სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას. სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულების მიმართ დაწყებულია საემიგრაციო პროცედურები ქვეყნიდან გაძევების მიზნით.”-აღნიშნულია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *