- საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 13:26 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთასთან, სოფელ ძეგვიდან ერთ კილომეტრში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

