- 21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
“სახალხო დამცველმა პატიმრებს სპეციალური ანგარიში გააცნო, სადაც უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების კანონმდებლობა და პრაქტიკა არის გაანალიზებული.
ისაუბრეს ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და კანონმდებლობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს პატიმრების, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების უფლებების დაცვაზე აქტიურ ზედამხედველობას.”-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

