სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია “მე მომავალში” დაიწყო

  • შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ მიმდინარეობს, რომლის მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედებისა და პრევენციის საკითხებზე ატარებენ.

კამპანია წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს მასშტაბით 60 საჯარო სკოლას – თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში.

ინფორმაციას შსს ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *