სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

  • იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით აწარმოებდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.”-აღნიშნულია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *