სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტაილანდურ რესტორანს შპს ,,ერდოღან ქალაიჯი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

  • აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ტაილანდური რესტორანი შპს ,,ერდოღან ქალაიჯი“ (მისამართი: ბათუმი, გორგასლის ქუჩა N13) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა, დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები;

მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 01.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *