სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმე ვ. ზ.-ს კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი) შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ასევე, დაფიქსირდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.”-აღნიშNულია სეს-ის გავრეცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *