ჩამონგრეულ სადარბაზოში 15 ოჯახი ცხოვრობდა-ბათუმის მერი

  • ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს პირველი სართულის ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა [დაკეტილი იყო]. მეორე ბინაში კი სილამაზის სალონი იყო მოწყობილი.

მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ამ სადარბაზოში, დანარჩენ 5 სართულზე, დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობდა. ლელა სურმანიძის თქმით, ამ სახლზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე – დაშენება, სარემონტო სამუშაოები-ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, დაახლოებით 12 საათზე, 6-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა.

ამ დროისთვის, მაშველები მუშაობენ, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნანგრევებიდან ჯერ არავინ ამოუყვანიათ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *