ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

“სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.”-ნათქვამია ინფორმაციში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *