- თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რა დროსაც სახლში მამაკაცი იმყოფებოდა.
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.