- სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 26 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს.
სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია სააგენტოს რეგიონულ ოფისებსა და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიმართება.
უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები განისაზღვრა:
ზუგდიდი – კ. გამსახურდიას მეორე შესახვევი №4 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ფოთი – კოსტავას №193 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
აბაშა – ჩიქოვანის №13 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
სენაკი – რუსთაველის №235 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ხობი – დადიანის №185 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
მესტია – კახიანის ქ N1 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა)