ამბროლაურში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების

  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ადგილობრივი მკვიდრი მის მიერვე უკანონოდ მოპოვებული 9 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას ახდენდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონდარღვევა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოვლინეს. ამბროლაურის პოლიციის სამმართველოს მიერ მაღალი გამავლობის ავტომანქანა დალუქულია და გადაყვანილია ამბროლაურის საქმიან ეზოში. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *