- საქართველოში გამოცხადებული გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.
შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაეშვა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე, ისე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე.

