გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა

  • გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამის ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *