დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ

  • ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ. რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ასევე, პესკოვმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ კონტექსტში საუბარი არ ყოფილა არც ყირიმის აღიარებაზე.

„ეს არის აბსოლუტურად შიდა საქმე, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ბელარუსი ამხანაგები დამოუკიდებლად და მათთვის სათანადო დროს მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მანამდე, 26 სექტემბერს მან სოჭში ვლადიმირ პუტინთან გამართა მოლაპარაკებები.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.