ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

  • ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *