თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს

  • ამ წუთებში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. 

არტისტის ხსოვნას პატივს მიაგებენ და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები სპორტსმენები და საზოგადოების სხვა წევრები.

ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *