თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

  • “საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა” – ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად დედაქალაქის სამ ცენტრალურ ლოკაციაზე – თსუ-სთან, ორბელიანის მოედანზე და მეტროსადგურ “ავლაბართან” შეიკრიბნენ, საიდანაც ამ წუთებში თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

მსვლელობა სწორედ თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც საპროტესტო აქცია და სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი.

დღევანდელი აქცია უკავშირდება ორი წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნულ განცხადებას ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც დღემდე გრძელდება.

ფოტო: წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *