- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გელა გელაძე, საქმიანობას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს.

