ირაკლი ღარიბაშვილი არგენტინაში საქართველოში ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლად დანიშნულ ელჩს არგენტინის რესპუბლიკაში, გვარამ ხანდამიშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

“საუბარი შეეხო საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

გვარამ ხანდამიშვილს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე, საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის დეკემბრამდე იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი, 2005 წელს მინიჭებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. აგრეთვე, 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი იურისპრუდენციის მიმართულებით. 2017 წელს მიენიჭა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სადაც სწავლობდა განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, სპეციალობა – საერთაშორისო საჯარო პოლიტიკა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი”.-აღნიშნნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *